geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი პროფესორ ერეკლე ტატიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

კონკურსი პროფესორ ერეკლე ტატიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრისა და მაგისტრატურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) CV;

გ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით, არანაკლებ 3.5-ისა, გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო ართმეტიკულის გამოანგარიშებით);

დ) სტატია ბრიტანული ლიტერატურის მიმართულებით (არანაკლებ ხუთი გვერდისა ქართულ ენაზე, შრიფტი სილფაენ 12);

 

საბუთების მიიღება: 2025 წლის 25 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით არაუგვიანეს 13:00 საათისა თსუ I კორპუსის 208 ოთახში.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ანდღულაძე (ელ.ფოსტა: ekaterine.andghuladze@tsu.ge)

თარიღი: 25/11/2025